ჩედვიკ ბოუზმენის გარდაცვალება მარველის სამყაროსა და ფანებისთვის ძალიან მოულოდნელი და გულდასაწყვეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ ჩედვიკის შავი პანთერა დაკარგა, ახალ ფილმში, სახელად Black Panther: Wakanda Forever, მის კოსტიუმს სხვა პერსონაჟი მოირგებს.
ცოტა ხნის წინ ახალი ფილმის მეორე ტრეილერი გამოვიდა,რომელიც ჩედვიკ ბოუზმენის გმირის გარდაცვალების შემდეგ ვაკანდაში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს. ტრეილერში ახალ კოსტიუმსაც ვხედავთ და ფანები დარწმუნებულები არიან, რომ მის მიღმა გარდაცვლილი მეფის უმცროსი და, შური იმალება.
ამ მოსაზრების დასადასტურებლად ერთ-ერთი მთავარი "სამხილი" ახალი კოსტიუმია — კოსტიუმზე ისეთივე ტრადიციული წერტილებია დატანილი, როგორსაც შური სახეზე ატარებს.