რუმინეთის ხელისუფლებამ ზამთრის ბოლომდე შეშაზე ფასების ზღვარი დააწესა, რისი მიზეზიც ფასების ე.წ. ხელოვნური ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
მთავრობამ დაამტკიცა საგანგებო განკარგულება, რომლის მიხედვითაც კუბური მეტრი შეშის ფასი 400 ლეი ანუ 80 დოლარი იქნება, ხოლო ტონა ხის გრანულა 2000 ლეი ანუ 400 დოლარი ეღირება.
ცნობისთვის, ფასის ზღვარი ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მთავრობამ ლიმიტირებული ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე დააწესა, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს მზარდი ხარჯების გამკლავებაში დახმარეობდა.Deloitte-ის მონაცემებით, რუმინეთში გასათბობად შეშას 3 მილიონზე მეტი ოჯახი იყენებს. მოსახლეობის ამ ტიპის გათბობის წილით ქვეყანა ევროკავშირში, საფრანგეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა.