რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდა.
საქსტატის მონაცემებით, თუ წელს, მარტში სავაჭრო ბრუნვა 109,013 მლნ აშშ დოლარი იყო, აგვისტოში კი - 263,129 მლნ აშშ დოლარი.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან მარტი-აგვისტოს პერიოდში 316,375 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, ხოლო იმპორტით 886,607 მლნ აშშ დოლარის შემოვიდა.
ომის დაწყებიდან აგვისტოს ჩათვლით, პერიოდში რუსეთიდან იმპორტირებულ ტოპ-5 პროდუქტს შორის ლიდერობს ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მას მოსდევს ფქვილი, კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები და მარგარინი.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულ ტოპ-5 პროდუქტს შორის კი ხვდება: ყურძნის ნატურალური ღვინოები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ეთილის სპირტი, გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ასევე მინერალური და მტკნარი წყლები.