ხმაური და დაპირისპირება იყო ხარაგაულში, სოციალური მომსახურების სააგენტოში . დაპირისპირება ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების ჩასვლას მოჰყვა. მოძრაობის დამფუძნებლმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის სოციალური შემწეობის გაცემა გააპროტესტა და სააგენტოში პოლიცია გამოიძახა.მან ასევე მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს და ის შესაძლო კორუფციაში დაადანაშაულა.ადგილზე სიტუაცია მოქალაქეებსა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა. ისინი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქეები და საკრებულოს წევრები მოძრაობის წარმომადგენლებს ხარაგაულიდან წასვლისკენ მოუწოდებდნენ.