დღეს დილიდან, კლინიკა ვივა მედთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკური თანაგუნდელები იყვნენ შეკრებილები. პარტიაში ირწმუნებიან, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა. ქართულ ოცნებაში კი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორე დღეა საკვებს ვერ იღებს, ექსპერტიზის დასრულებამდე კი მედიკამენტების მიღებაზე შეგნებულად ამბობს უარს.