ანა დოლიძე რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის გამკაცრებას ითხოვს. პარტია ხალხისთვის ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას მკვეთრი ნაბიჯები რუსი ლტოლვილების იმ დიდი ნაკადის სამართავად, რომელიც უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. დოლიძე სამთავრობო საემიგრაციო კომისიას სთხოვს, კონკრეტული სამოქმედო პოლიტიკა და გეგმა წარმოადგინოს.