ტაილანდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღზე თავდასხმას სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნონგ ბუა ლამფუში მოხდა. მამაკაცმა საბავშვო ბაღში მყოფი ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით მოკლა.
პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ბავშვებია. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ყოფილი სამართალდამცველია. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც BBC იუწყება, თავდასხმის შემდეგ მამაკაცმა საკუთარი ოჯახი დახოცა და თავი მოიკლა.