ე.წ. დრიფტი ნაწილობრივ იკრძალება. - პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს. ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/ მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება, ანუ ე.წ. დრიფტი გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და 30 ქულის დაკლებას. ხოლო თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, ნაგებობის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმის ოდენობა იქნება 500 ლარი. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.