9 თვეში საქართველოს 4 მლნ-მდე უცხოელი ეწვია. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციუამ ცოტა ხნის წინ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ სექტემბერში, ქვეყანაში 636-ი ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 157%-ით მეტია. რაც შეეხება 9 თვის ჯამურ მონაცემებს, რაც 4 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტს გულისხმობს, აქაც საკმაოდ პოზტიური სურათია, რადგან ეს მაჩვენებელი თითქმის 200%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.