გაერო-ს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი დღეს კიევში ჩავა. „მივდივართ კიევში მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის", - წერს გროსი „ტვიტერზე“.
მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის დაცვის ზონის აუცილებლობა ახლა ისეთი აქტუალური საკითხია, როგორც არასდროს.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადავიდეს. მან შესაბამის ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა.