დღეიდან ტაშკენტში ძიუდოში მსოფლიო პირველობა სტარტს აიღებს, პირველ წრეში ჩვენი ვაჟთა ნაკრების 9-ვე წევრი დაისვენებს, რასაც რეიტინგის სათავეში ყოფნა განაპირობებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილს და ტატო გრიგალაშვილს ძალიან რთული წილისყრა შეხვდათ.
მსოფლიოს ჩემპიონატის პირადი პირველობა 12 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს, დღეში კი 2 წონა იჭიდავებს - თითო ვაჟების და თითო ქალების. დღეს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და ქალთა 48 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 60 კგ წონით კატეგორიაში ნაკრების ღირსებას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავს. მისი პირველი მეტოქე ებრაელ იამ ვოლცზაკისა და ამერიკელ ადონის დიაზის პაექრობაში გამოვლინდება