WhoScored.com-მა ლა ლიგის სექტემბრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ვალენსიას 21 წლის გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი მოხვდა. გიორგის საშუალო შეფასება სექტემბერში 7.18-ია, რაც ესპანური პრიმერას ოცივე გუნდის მეკარეებში საუკეთესოა.
თვის სიმბოლურში ვალენსიადან მამარდაშვილის გარდა კიდევ ორი ფეხბურთელი მოხვდა, 3-3 წარმომადგენელი ჰყავს ბარსელონას და რეალს.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა: 5:1 ხეტაფესთან, 1:2 რაიო ვალეკანოსთან და 3:0 სელტას წინააღმდეგ. სხვათა შორის, სწორედ რაიოსთან წაგებულ მატჩში გიორგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, საუკეთესო შეფასებაც ამ სამი თამაშიდან მაშინ მიიღო.