ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, მეორე სათამაშო დღეს, საინტერესო მატჩები გაიმართა.
დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ ინგლისში 0:5 დამარცხდა „მანჩესტერ სიტისთან“. ჰოლანმა დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე „ქალაქელებში“ 12 შეხვედრაში 18 გოლია. „სიტი“ 9 ქულით ლიდერია, ხოლო „კოპენჰაგენი“ 1 ქულით აუტსაიდერი.
"რეალმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "შახტარს". ვინისიუსმა ბოლო 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.პსჟ პორტუგალიაში „ბენფიკას“ დაუზავდა (1:1). მესიმ ზედიზედ მეოთხე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი, ამ სეზონში კი კლუბში 13 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.