პრაღაში დღეს ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეხვედრა გაიმართება.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას საერთო ინტერესების საკითხების გადასაჭრელად, ასევე გააძლიეროს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა.
შეხვედრას დაესწრებიან, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, უკრაინა, საქართველო, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, სომხეთი, აზერბაიჯანი და რამდენიმე სხვა ქვეყანა.