რუსული ძალები წუხელ ოდესისა და მიკოლაივის ოლქებს „კამიკაძე“ დრონებით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.
მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 6 დრონი ჩამოაგდეს.
„ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში „კამიკაძე“ დრონებით წუხელ განხორციელებული თავდასხმისას, წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 6 დრონი ჩამოაგდეს“, - აცხადებენ სარდლობაში.