სტოკჰოლმში ნობელის პრემიის კვირეული დაიწყო. ტრადიციულად, პირველი გამარჯვებული ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გამოვლინდა.
ლაურეატი შვედი მეცნიერი სვანტე პააბო გახდა, რომელმაც ჯილდო „გადაშენებული ჰომინინების გენომისა და ადამიანის ევოლუციის შესწავლისთვის მიიღო.
4 ოქტომბერს გამოვლინდება გამარჯვებული ფიზიკის დარგში, 5 ოქტომბერს ქიმიის, 6 ოქტომბერს ლიტერატურის, 7 ოქტომბერს კი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდება. 10 ოქტომბერს გახდება ცნობილი ვინ მიიღებს ალფრედ ნობელის სახელობის პრემიას ეკონომიკის დარგში.
ჯილდოები გამარჯვებულებს 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გადაეცემათ.