მთავრობაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა რეგიონში კურორტების განვითარებისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ეკონომიკი მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, უახლოეს მომავალში იქნება უფრო მსხვილი საკურორტო ადგილები, სადაც სივრცითი დაგეგმვა მოხდება, ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმების შემუშავება, რაც კურორტს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის.