ადვოკატი - ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მიერ წარმოდგენილ ჩანაწერებში იკვეთება იმ ინფორმაციის სიცრუე, რაც სასამართლოს ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა - Palitra News

ადვოკატი - ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მიერ წარმოდგენილ ჩანაწერებში იკვეთება იმ ინფორმაციის სიცრუე, რაც სასამართლოს ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა

2022-10-05 20:21:04+04:00

ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეში ამჯერად ჩოგბურთელის დედა ერთვება. ნატალია ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩვენება მისცა. პროცესზე ბრალდებულის დედამ, ნელი დოროყაშვილთან ურთიერთობაზე დეტალურად ისაუბრა. მეტიც, მან სხდომაზე დაზარალებულის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა. ნატალია ნაჭყებია ირწმუნება, რომ ჩანაწერები რომელიც მას აქვს, ნელი დოროყაშვილის სიცრუის დასტურია. დღევანდელ სხდომას ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასევე დაზარალებული ნელი დოროყაშვილი ესწრებოდა. ეს იყო პირველი სხდომა, როცა ბრალდებულიც და დაზარალებულიც სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა.