როგორც ირკვევა, ამერიკის ელჩისთვის ოლიგარქი არის პირი, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკურ ან ეკონომიკურ პროცესებში არასათანადო გავლენა გააჩნია. კელი დეგნანს მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით პრობლემის მოგვარებისთვის ახლა უფრო მეტი დროის დათმობაა აუცილებელი. ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიზანია ქვეყანაში გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და თანაბარი პირობები პრიორიტეტი გახდეს. კელი დეგნანის განცხადება გაუგებარი აღმოჩდა მამუკა მდინარაძესთვის. ''ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივანი მიიჩნევს, რომ ამერიკის ელჩის მესიჯბოქსი ოპოზიციის პათოსს ემთხვევა. ამიტომ, მდინარაძე, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს უფრო მკაფიო განცხადებებისკენ მოუწოდებს.