საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში პირველი მოსმენით გადის. ცვლილებების თანახმად 2024 წლის არჩევნებში მოსახლეობის 70% ხმას ელექტრონულად მისცემს. იზრდება ჯარიმებიც. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ალტერნატიული კანონპროექტი აქვს მომზადებული.