მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ყოფილი ქმრის, ბრედ პიტის წინააღმდეგ შემხვედრი სარჩელი შეიტანა, სადაც 2016 წელს კერძო თვითმფრინავით მგზავრობისას სავარაუდო შეურაცხმყოფელი ქცევის ახალი დეტალები გაამჟღავნა.
ფრანგული ღვინის ქარხნის გამო მიმდინარე სამართლებრივი დავის ფარგლებში, რომელსაც ისინი ერთ დროს ფლობდნენ, გუშინ ვარსკვლავმა შემხვედრი სარჩელი შეიტანა.
ჯოლის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები ბიზნესში მისი წილის გაყიდვის შესახებ ჩაიშალა მას შემდეგ, რაც პიტმა ყოფილ მეუღლეს მოსთხოვა, ხელი მოეწერა გაუთქმელობის შესახებ შეთანხმებისთვის, რომელიც მას აუკრძალავდა სასამართლოს გარეთ ესაუბრა ბრედ პიტის მხრიდან მისი და მათი შვილების მიმართ ფიზიკური და ემოციური შეურაცხყოფის შესახებ.
სარჩელში საუბარი ეხება მათ შორის კერძო თვითმფრინავში 2016 წელს მომხდარ დაპირისპირებაზე.
„პიტი ერთ-ერთ ბავშვს ახრჩობდა, მეორეს სახეში გაარტყა. ჯოლის თავში ხელი სტაცა და შეანჯღრია,“ - ნათქვამია დოკუმენტებში. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ „პიტმა ჯოლის ლუდი დაასხა, ბავშვებს კი - ლუდი და წითელი ღვინო“.