ფინანსური მენეჯერი, სტრატეგიული მენეჯერი, ბუღალტერი, შიდა აუდიტორი, პროექტის მართვის მენეჯერი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროფესიული მიმართულებების, რომელთა მიმართ ინტერესიც წლების წინ არც თუ დიდი იყო. შრომის ბაზარზე ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრების მოძიება შეიძლება ითქვას, რომ ახლაც რთული პროცესია.
საინტერესოა, როგორია საქართველოში ბუღალტრების განათლება, რამდენად წარმატებით ფუნქციონირებს ქვეყანაში ბუღალტრების დასაქმების პლატფორმა და რა უნდა გაითვალისწინოს დამსაქმებელმა ბუღალტრის შერჩევისას - ამ და სხვა საინტერესო თემებზე "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ბუღალტერთა კავშირის და ასევე საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის დამფუძნებელი ტატა ბერიძე