მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და ერთ-ერთ წამყვან სოციალურ ქსელს, Twitter-ს შორის მიმდინარე დავა დასასრულს უახლოვდება, რადგან ილონ მასკმა მზაობა გამოთქვა, კომპანია გარიგების თავდაპირველ შეთანხმებულ ფასად, $44 მილიარდად იყიდოს, – ამის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს.
აღსანიშნავია, რომ ამ სიახლეს ბაზარი დადებითად შეხვდა, რის გამოც ვაჭრობის დახურვამდე Twitter-ის აქციათა ფასმა 22.3%-ით იმატა.
ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვას უარყოფითად შეხვდნენ Tesla-ს ინვესტორები – სიახლის გავრცელებიდან მალევე, ელექტრომობილების მწარმოებელი მსოფლიოს უდიდესი კომპანიის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა, მაგრამ მოგვიანებით, სავაჭრო დღე 2.4%-იანი ნამატით დაასრულა.