უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა დაახლოებით 61 000 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს.
მათივე მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაშია ლიკვიდირებული რუსი სამხედროების რაოდენობა 200-ია. უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები კი მოიცავს: 2435 ტანკს, 5038 ჯავშანტექნიკას, 1414 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 266 საბრძოლო თვითმფრინავს და 232 ვერტმფრენს