საქართველოს საკალთბურთო ნაკრების და ლენოვო ტენერიფეს ვეტერანი ცენტრი ევრობასკეტის შემდეგ პარკეტს უბრუნდება. ლენოვო ტენერიფე საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაში 5 ოქტომბრიდან ჩაერთვება, მათი მეტოქე ლიეტუას რისტა იქნება. 33 წლის ქართველი 2022-2023 წლების საკლუბო სეზონში პირველად იასპარეზებს,
2022 წლის ზაფხულზე გიორგი შენგელიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსა და ევრობასკეტზე იასპარეზა, თუმცა ამის შემდეგ ქართველ ცენტრს მცირედი ტრავმა აწუხებდა, ამიტომაც მას გარკვეული დორით დასვენება სჭირდებოდა.
ლიეტუველებთან გიორგის თამაშის იმედი გამოთქვა ტენერიფეს მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ: იმედი მაქვს, ხვალ გიორგი შერმადინი თამაშს შეძლებს.“
ესპანელები გასულ წელს საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. მიმდინარე სეზონში ტენერიფე H ჯგუფში მოხვდა, სადაც მათი მეტოქე ლიეტუვას რიტასი, ბერძნული პერისტერი და ისრაელის ბნეი ჰერცლია იქნებიან.