ამსტერდამის აიაქსმა იოჰან კრუიფ არენაზე ნაპოლის უმასპინძლა და დამარცხდა. ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ არაერთი განსაკუთრებული მომენტი შექმნა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში. თავდაპირველად ამსტერდამელები დაწინაურდნენ, ტეილორის დარტმის შემდეგ ბურთი კუდუს მოხვდა და ანგარიში გაიხსნა, თუმცა იტალიელებმა მალევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ოლივეირას ჩაწორდების შემდეგ რასპადორიმ შესანიშნავი თავურით მოახერხა გოლის გატანა. ამის შემდეგ ხვიჩა ცდილობდა პასვერის კარის აღებას თუმცა მას ვეტერანმა მეკარემ აჯობა. თუმცა კუთხურის გათამაშების შემდეგ კვარაცხელიამ ზუსტად ჩააწოდა, რასაც ლი ლორენცოს გოლი მოჰყვა. ტაიმის მიწურულს კი აიაქსის შეცდომით ზილენსკიმ ისარგებლა და ანგარიში 1:3 გახდა.
მეორე ტაიმის სტარტზევე ზამბო ანგისას გადაცემას ზუსტი დარყმით უპასუხა რასპადორიმ და დუბლის შესრულება შეძლო. 63-ე წუთზე კვარაცხელიამ კედელი რასპადორისთან გაითამაშა და აიაქსის კარი აიღო. ეს ქართველი ფეხბურთელის სადებიუტო გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაზე. საბოლოო ანგარიში შეხვედრაში ჯოვანი სიმეონემ დააფიქსირა. საბოლოოდ ნაპოლიმ ამსტერდამის აიაქსი სტუმრად 6:1 გაანადგურა.
ამ გამარჯვების შემდეგ სპალეტის გუნდს ჯგუფში 9 ქულა აქვს და ისინი პირველ ადგილზე არიან.