თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების პროცესი, სავარაუდოდ, ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. დაცვის მხარე კი სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს.კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად. დანაშაულს ორივე მათგანი უარყოფს.