"ქართული ოცნება" კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვა. ისინი ე.წ ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას - „ხალხის ძალას" უერთდებიან. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ფაქტს მოჰყვა შეფასებები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ მმართველი პარტიის ყოფილმა დეპუტატებმა "ქართული ოცნება" ფორმალურად დატოვეს და მმართველ პარტიას არჩევნების პერიოდში კოალიციას შეუქმნიან. თუმცა, როგორც პარტია "ხალხის მსახურის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე განმარტავს, მმარათველი პარტია იმ დეპუტატებმა დატოვეს, ვინც დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის რეალური საფრთხე დაინახა.