კოსტიუმების ინსტიტუტმა გადაწყვიტა, პატივი და ხსოვნა მიაგოს კარლ ლაგერფელდის ლეგენდარულ ნამუშევრებს. ლაგერფელდი 2019 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. Met Gala 2023-ის თემა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. გამოფენის ოფიციალური სახელია "Karl Lagerfeld. Beauty Line". გამოფენას დააპროექტებს ლაგერფელდის ერთ-ერთი საყვარელი არქიტექტორი ტადაო ანდო.
Met Gala-ს რწმუნებულმა, ანა ვინტურმა ასევე გვამცნო, რომ კონცეფცია შეიქმნა 2019 წელს, ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ. დაგეგმილია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლაგერფელდის მიერ შექმნილი 150-მდე საუკეთესო სამოსი, ასევე მისი ესკიზები. გულშემატკივრებს შეეძლებათ დაათვალიერონ მისი არქივი 1950-იანი წლებიდან, როდესაც გერმანელი დიზაინერი პირველად ჩავიდა პარიზში. მისი დიზაინი Balmain-ის, Patou-ს, Chloé-ს, Fendi-ს, Chanel-ისა და მისი სახელობის ლეიბლისთვის გამოფენილი იქნება მუზეუმში 2023 წლის 5 მაისიდან 16 ივლისამდე. თავად Met Gala 2023 წლის 1 მაისს არის დაგეგმილი.