2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ათი პროდუქტის ჩამონათვალს შორის, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა, ლიდერობს: სიმინდის ფქვილი, რომლის ფასიც - 85.9%-ით გაიზარდა, მას მოსდევს მარგარინი - ფასის 43.8%-ით მატებით, მე-3 ადგილზეა - შესქელებული რძე - 43.6%-იანი გაძვირებით.
წლიურად გაძვირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: ვაფლი კრემით, ხორბლის ფქვილი, მწვანე ლობიო, ნამცხვარი, მანდარინი, მდოგვი და სულგუნი.ინფორმაციისთვის, გასული წლის სექტემბერში, ყველაზე გაძვირებული პროდუქტები ბადრიჯანი, კიტრი და მზესუმზირის ზეთი იყო.