უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მოქალაქეობის შესაცვლელად ერთი თვე აქვთ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი ივანოვის თქმით, გადწყვეტილების მიღება ისეთივე სისწრაფით უნდა მოხდეს, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში მოხდა. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, უკრაინის ოთხი ოლქის: ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს უკანონო ანექსიის შესახებ დოკუმენტებს ხელს დღეს მოაწერს. პუტინის მიერ კანონების ხელმოწერა ანექსიის პროცესს დაასრულებს. ანექსია უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და დასავლეთის მთავრობებმა პირობა დადეს, რომ აღნიშნულ ოლქებს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებენ.