"მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. სხდომა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
პროცესს ესწრებიან მსჯავრდებულები - ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია, ასევე, გამართლებული ზურაბ იაშვილი. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე, რეპლიკებისა და მსჯავრდებულების საბოლოო სიტყვის შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.