ავტომობილების გაქირავების ბიზნესი ლიკვიდაციის პირასაა. ტურიზმის აღდგენამ სექტორზე დადებითად ვერ იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოში ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 65%-ით აღდგა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ მოიმატა, რასაც, წესით, მანქანების გაქირავებაზე მოთხოვნაც უნდა გაეზარდა, სექტორი დღეს მაინც რიგი პრობლემების წინაშე დგას.
"ბიზნესპრესნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია Autoplus-ის დირექტორს ესაუბრა. კომპანიაში ამბობენ, რომ ფასების კლებასთან ერთად გაიზარდა ხარჯები და ბევრს ბიზნესიდან გასვლაც კი მოუწია. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ არც სესხის პროცენტზე ჰქონიათ შეღავათი, რამაც კიდევ უფრო გაართულა სფეროს საქმიანობა.