„ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ ბოლო ანგარიშის თანახმად, უკრაინის ძალებმა გასული 24 საათის განმავლობაში ლიმანის გარშემო და ხერსონის ოლქში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს. ინსტიტუტის ინფორმაციით, ლიმანთან არსებული რუსული ჯარები საუკეთესო დანაყოფებად მიიჩნეოდნენ.
ანგარიშის თანახმად, ლიმანთან არსებული სიტუაცია აჩვენებს, რომ უკრაინული ძალები აღმოსავლეთით წინსვლას განაგრძობენ და დიდი ალბათობით, უკვე გაარღვიეს ლუგანსკის ოლქის საზღვარი კრემინას მიმართულებით.
„ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ხარკოვის ოლქში არსებული წარუმატებლობის გამო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის უწყებაში საკადრო ცვლილებები გაატარა.