უკრაინაში საბრძოლველად რუსეთის მოსახლეობის ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ახლად მობილიზებული რუსი ჯარისკაცი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ფედერალურ კანონმდებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაგალითად, ერთ-ერთ რეგიონში არმიის სასწავლო ცენტრში სამი ჯარისკაცი გარდაიცვალა. მიზეზად, ერთის შემთხვევაში გულის შეტევა სახელდება, მეორეს შემთხვევაში ღვიძლის დაავადება, მესამემ კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია 2 კვირის წინ გამოაცხადა, მას შემდეგ რეზერვში მყოფთა ნაწილი მობილიზაციისგან თავის არიდებას ქვეყნის დატოვებით, ნაწილი კი ჯანმრთელობის დაზიანების გზით ცდილობს.