დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ფამაგუსტას ანორთოსისის თავკაცად დაინიშნა.
კვიპროსულმა გუნდმა ინფორმაცია დაადასტურა, ესპანელმა სპეციალისტმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მასთან ერთად შტაბში იქნებიან მიგელ ანხელ მუნიოსი და ჟორბი აბელა.
ჩისკოს ბოლო გუნდი ლა ლიგა 2-ის უესკა იყო, რომელიც მან გასულ ზაფხულს დატოვა. მანამდე ის უოტფორდის თავკაცი იყო, რომელიც ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა.შეგახსენებთ, 42 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, რომლის რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ფეხბურთელობისას ჩისკო დინამოში 2011-2015 წლებში ირჯებოდა და 129 თამაშში 79 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს ასევე იყო უელვას, ტენერიფეს, ვალენსიას, ბეტისის, ლევანტესა და ხიმნასტიკის წევრი.
ცნობისთვის. ანორთოსისში ჩისკოს ყოფილ თანაგუნდელ გიორგი ლორიასთან ერთად მოუწევს მუშაობა, გარდა ამისა, კვიპროსულ გუნდში ავთო ებრალიძეც თამაშობს. ჩისკომ დარკო მილანიჩი შეცვალა, ხოლო მანამდე ანორთოსისს გასული სეზონის ბოლომდე თემურ ქეცბაია წვრთნიდა. მიმდინარე სეზონი კლუბმა წარუმატებლად დაიწყო და 5 შეხვვედრაში მხოლოდ 7 ქულა მოიპოვა.