უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიამ, გასული დღის განმავლობაში, რამდენიმე ოლქში შეტევა განაგრძო და ახალი დასახლებები გაათავისუფლა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"დღეს გაგრძელდა ჩვენი არმიის, ყველა ჩვენი დამცველის შეტევითი მოძრაობა. რამდენიმე ოლქში არის ახალი გათავისუფლებული დასახლებები", - განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, ახლა ფრონტის ბევრ მონაკვეთში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
”ამ საომარი მოქმედებების პერსპექტივა აშკარაა: უფრო და უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, უფრო და უფრო მეტ დანაკარგს განიცდის მტრის არმია, უფრო და უფრო გასაგები ხდება, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.