უკრაინულმა ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის პოზიციებს 9 დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც 60-ზე მეტი ერთეული მტრის ტექნიკა განადგურდა, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ პრესსპიკერი, ვლადისლავ ნაზაროვი იუწყება.
„ჩვენმა თვითმფრინავებმა 9 დარტყმა განახორციელეს მტრის პოზიციებსა და სმიზნეებზე. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 290 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს, რის შედეგადაც 87 "რაშისტი" და 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს,“ - ახადებენ ოპერატიულ სარდლობაში.
ნაზაროვის თქმით, ასევე განადგურდა მტრის 31 ტანკი და 27 სხვა ჯავშანმანქანა.
„განადგურებულია „ურაგანის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა და 120 მმ-იანი ნაღმტყორცნების სისტემა „სანი““, - აღნიშნა ვლადისლავ ნაზაროვმა.