საქართველოში ღვინის მასშტაბური ფესტივალი იწყება. მეღვინეებს, შესაძლებლობა აქვთ თავისი გამოცდილება ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს გაუზიარონ. ახალი, ყოველწლიური, ფესტივალი, რომელიც მთლიანად ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეძღვნება, რეგიონებსაც მოიცავს.
"ღვინის დღეები საქართველოში" ქვეყნის მასშტაბით 26 ლოკაციაზე გაიმართება. თითოეული ქალაქის საფესტივალო დღე, გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.
ფესტივალში, რომელიც 9-იდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება,მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც საკუთარ ღვინოს აწარმოებს.