გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და გერმანიის მეგობრულ კავშირებზე და მრავალწლიან ურთიერთობაზე ისაუბრა.
პრემიერმა გერმანიის ისტორია გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ერთობის მაგალითზე ყველანი ვხედავთ, რისი მიღწევა შეუძლია ერს გაერთიანებული ძალისხმევით. პრემიერმა მადლობა გადაუხადა გერმანიის მხარეს წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით გაწეული დონორობისთვის.