მმართველმა პარტიამ "დეოლიგარქიზაციასთან" დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფს უკრაინული მოდელი წარუდგინა - Palitra News

მმართველმა პარტიამ "დეოლიგარქიზაციასთან" დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფს უკრაინული მოდელი წარუდგინა

2022-10-04 09:04:32+04:00

მმართველმა პარტიამ "დეოლიგარქიზაციასთან" დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფს უკრაინული მოდელი წარუდგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიამ ოლიგარქიასთან ბრძოლის უკრაინული მოდელი დადებითად შეაფასა და მისი თქმით, ევროკომისია ქართულ კანონპროექტზეც იგივე დასკვნას დადებს.

თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სადაც აცხადებენ, რომ უკრაინული მოდელი შეიძლება უკრაინისთვის მისაღები ოყოს, თუმცა "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული კანონი ქართულ რეალობასთან თანხვედრაში არაა.