რუსეთის საცალო ვაჭრობის კომპანიების ასოციაცია („АКОРТ“) სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარკვეული სახის ბოსტნეულის, ხილის, ზღვის პროდუქტების, თხილის, ყავისა და სხვა საქონლის იმპორტზე ნულოვანი გადასახადის დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ ასოციაციის მიერ სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში წერია, რომელიც „კომერსანტმა“ მოიპოვა.„АКОРТ“ უბაჟო იმპორტის შემოღებას მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 2023 წლის 31 მარტამდე ითხოვს.
ასოციაციის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, იგორ კარავაევი მინისტრ დიმიტრი პატრუშევისგან ბოსტნეულზე, ხილზე, კრევეტებზე, ორაგულზე, კალმახზე, მიდიებზე, ზეითუნის ზეთზე, ზეთისხილზე, თხილზე, არაბიკა ყავასა და რობუსტაზე იმპორტის გადასახადის განულებას ჯერ კიდევ სექტემბერში მოითხოვდა. ამჟამად ამ პროდუქციის იმპორტზე 3%-დან 15%-მდე გადასახადი მოქმედებს. კარავაევის თქმით, აღნიშნული ინიციატივა მომხმარებლებისთვის პროდუქციის ღირებულების შეკავებას შეუწყობს ხელს.