ჰოლდინგი Geely, რომელიც ჩინეთის უდიდესი კერძო საავტომობილო კომპანიაა, ბრიტანული Aston Martin-ის მეწილე გახდა.
ჩინელებმა ბრიტანული კომპანიის 7,6%-იანი წილი შეიძინეს. კონტრაქტის თანხა არ სახელდება, თუმცა თუ კომპანიის აქციების ღირებულებას გავითვალისწინებთ, ჩინელებს ეს შენაძენი 66,3 მლნ გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ.
აღსანიშნავია, რომ Geely ჯერ კიდევ 2020 წელს გეგმავდა Aston Martin-ის წილის შეძენას, თუმცა მაშინ ბრიტანელებმა ჩინელების წინადადება უარყვეს.
მანამდე Geely-მ Mercedes-Benz Group-ს 10%-იანი წილი შეიძინა, ასევე Renault-ს კორეული განყოფილების 34%. მის აქტივშია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Geely Auto, Volvo, Lynk & Co, Geometry და Zeekr, ლონდონის ტაქსის მწარმოებელი London Electric Vehicle Company და მფრინავი ავტომობილების მწარმოებელი Terrafugia.