თურქეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი სექტემბერში მეთექვსმეტე თვეა დაჩქარდა, რის შედეგადაც ინფლაციამ 83%-ს გადააჭარბა.
ნეგატიური ფაქტორებია ეროვნული ვალუტის გაუფასურება ისტორიულ მინიმუმამდე და ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო შერბილება, ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 13-დან 12%-მდე შემცირდა.
ამასთან, თურქეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში საბინაო და კომუნალური მომსახურების ღირებულება 84,7%-ით გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება - 117,7%-ით, ელექტროენერგიის ფასი 133%-ით გაიზარდა. საკვები და უალკოჰოლო სასმელები კი 93,1%-ით გაძვირდა.
ცნობისთვის, სამომხმარებლო ფასების ზრდამ სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 3.1% შეადგინა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 1,5% იყო.