უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოთხოვნას, კრემლი ეხმაურება. რუსეთის პრესსპიკერი ამბობს, რომ ე.წ.-ლი სპეცოპერაციის დაწყების მიზეზი სწორედ კიევის მიერ ალიანსის მიმართ ორიენტაცია გახდა. დიმიტრი პესკოვი მკაფიოდ აცხადებს, რომ კრემლი, უკრაინის შემდგომ ნაბიჯებს აქტიურად აკვირდება.