რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიის შესახებ კანონები დაამტკიცა. კრემლის ლიდერის კანონპროექტისა და საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღდეგ, ხმა არცერთ დეპუტატს არ მიუცია. დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დოკუმენტს ხელი ვლადიმერ პუტინმა 30 სექტემბერს მოაწერა.