„გადადგეს მაფიოზი ანზორ ჩუბინიძე" ამ მოთხოვნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილმა საზოგადოებამ ყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განყოფილების უფროსის მირიან ჯავახიშვილის პატიმრობა გააპროტესტეს. დაკავებულის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მას ბრალი ამავე სამსახურში დასაქმებული ნათია დოღანაძის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს უკანონო მოპოვებასა და შენახვაში ედებოდა, რაც მათი თქმით აბსურდია.