მიგრაციული პროცესები საქართველოში სულ უფრო ინტენსიური ხდება. PMCG-ის ბოლო კვლევის თანახმად, რუსი, უკრაინელი და ბელარუსი კვალიფიციური მუახელის შემოდინება დიდი ალბათობით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე. უფრო კონკრეტულად, საუბარია, „პიემსი კვლევითი ცენტრის“ პროდუქტზე „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“.მოცემულ ბიულეტენში განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. პროექტში საქართველოდან 60 ექსპერტი მონაწილეობს.
ექსპერტთა 70% თვლის, რომ ქირის და უძრავი ქონების ღირებულების მკვეთრი ზრდა, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართვეოს ეკონომიკაზე. 65%-ის ვარაუდით კი, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს უცხოური ვალუტის შემოდინება, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინელი და რუსი მიგრანტების დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს და ანაზღაურებას უცხოურ ვალუტაში იღებს. ეკონომისტები ასევე მიგრანტების მიერ, საქართველოში, ახალი კომპანიების დაარსებასა და მუშახელის შემოდინებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
შექმნილი ვითარების ფონზე, საქართველოს მოქალაქეები, კერძო სექტორის თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მთავრობის მხრიდან მიმდინარე პროცესების გონივრულად მართვის აუცილებლობაზე საუბრობენ. სასტუმროები, რესტორნები, სილამაზის სალონები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სფეროების, სადაც მიგრანტების მიერ მიმართვიანობა იზრდება.
ბიზნეს პალიტრა, აქტიურად აშუქებს კერძო სექტორში ამ კუთხით არსებულ ვითარებას. დღეს კი ჩვენს ეთერს, სილამაზის სალონების ფედერაციის ხელმძღვანელს დავუთმობთ. "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია თამარ შარაშენიძე