საქსტატმა სექტემბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა - სამომხმარებლო კალათა წინა წელთან შედარებით 11.5%-ით არის გაზრდილი - Palitra News

საქსტატმა სექტემბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა - სამომხმარებლო კალათა წინა წელთან შედარებით 11.5%-ით არის გაზრდილი

2022-10-03 13:06:19+04:00

საქსტატმა დღეს სექტემბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სამომხმარებლო კალათა წინა წელთან შედარებით 11.5%-ით არის გაზრდილი. აგვისტოში ინფლაცია 10.9%-ს შეადგენდა, შესაბამისად, სექტემბერში ფასების ზრდა დაჩქარდა.

საქსტატის თანახმად, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათის ჯგუფში ფასების მატებამ, რამაც სექტემბერში 17.6% შეადგინა. ფასები გაზრდილია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 17%-ით. ასევე გაძვირებულია პური და პურპროდუქტები, რძე, ყველი და კვერცხი, მინერალური სასმელები და ნატურალური წვენები და სხვა.