თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ის წყარო, რომელიც ადასტურებს კობახიძის კავშირებს რუსულ სპეცსამსახურებთან, მზად არის მოიტანოს მტკიცებულებები ამ საგამოძიებო კომისიაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მისთვის „ბოლო წერტილი“ იყო „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, „სადაც კობახიძე ღიად და დაუფარავად საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა“.